ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 100 მლნ-ს აღემატება
30 აპრილი, 2018

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, 2016 წლის ოქტომბრიდან დღემდე, სახელმწიფომ ქვეყნის მასშტაბით 51,3 მლნ-ზე მეტი ლარის ღირებულების უძრავი ქონება გაყიდა.

სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 100 მლნ ლარზე მეტია.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები.

უძრავ ქონებას სასტუმროს აშენება-მოწყობის მიზნით ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე ყიდის.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.