თბილისში ღამის საათებში ავტობუსები სექტემბრის შუა რიცხვებიდან ივლიან.
პირველ ეტაპზე ავტობუსები პარასკევსა და შაბათს, ღამის საათებში დაემატება. როგორც ცოტა ხნის წინ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოქტომბერში თბილისში იგეგმება დიდი ფორუმის ჩატარება, რომელზეცე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნიდან „ღამის მერები“.
"ვიმსჯელებთ თუ რა გაკეთდა სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულებით, როგორი იყო მუნიციპალიტეტის ჩართულობა, რა პროექტებში მიიღეს მონაწილეობა", - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი ავტობუსების დამატებას მნიშვნელოვან პროექტად აფასებს. მისივე თქმით, სხვა მნიშვნელოვან პროექტებზეც მიმდინარეობს მუშაობა.
www.travelingeorgia.ge