კორეული ავიაკომპანია Korean Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს მაისში შეასრულებს.
ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 17 და 31 მაისს, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას მოემსახურება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია Korean Air-ს 23 აპრილს მიანიჭა.
Korean Air კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც SkyTeam-ის ალიანსის წევრია და 43 ქვეყნის 123 მიმართულებით ოპერირებს.
www.travelingeorgia.ge