ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შაუმიანში გზების რეაბილიტაციაზე 3,7 მლნ-მდე ლარი დაიხარჯება
07 სექტემბერი, 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ შაუმიანში შიდა სახელმწიფოებრივი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 5 კილომეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სახელშეკრულებო ღირებულება 3 672 395 ლარია.

მიმდინარე სამუშაოები ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა დაათვალიერა. გუბერნატორმა ასევე დაათვაიერა ახლადრეაბილიტირებული გზები სოფელ ბაიდარშიც. სამუშაოების განხორციელების შედეგად ადგილზე მოწესრიგდა 1403 გრძ/მ გზა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 175 475 ლარია.

ქვემო ქართლის გუბერნატორი სოფელ წერეთელში 9 აპრილის სახელობის სკვერის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო პროცესს გაეცნო. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის ზონებად გამიჯვნა, კერძოდ კი გამოიყოფა მემორიალის ისტორიული და თანამედროვე დასასვენებელი ზონები. პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 165 498 ლარია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.