შეიხ ნაჰაიანს საქართველოს აეროპორტების მართვაში შესვლა სურს, - ამის შესახებ შეიხმა „საქმის კურსთან ინტერვიუში განაცხადა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი, ამბობს, რომ მომდევნო წლებში საქართველოში ინვესტიციების გაორმაგება სურთ. ამ კუთხით მოლაპარაკებები მიმდინარეობს მთავრობასთანაც.
"ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მთავრობასთან აეროპორტის საკითხზე. ეს არ იქნება ახალი აეროპორტი, ეს იქნება ინვესტიცია არსებულ აეროპორტში. ასევე დაინტერესებულები ვართ სოფლის მეურნეობის სფეროთი, სასტუმროების მშენებლობით და პორტების საკითხით. ჩვენ ვესაუბრებით მთავრობას სხვადასხვა სექტორებზე. მათ შორის აერპორტების მმართვაზე. ვხედავთ რომ ქვეყანაში იზრდება ტურისტების რაოდენობა. ორი წლის წინ მათი რიცხვი 5 მილიონი იყო, დღეს კი უკვე 7 მილიონამდეა. ამიტო ამ სფეროში დიდ პოტენციალს ვხედავთ. საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონალუი ჰაბი.
შესაძლოა მთავრობას სხვა მოსაზრება ჰქონდეს, თუმცა ჩვენი სურვილი მათ გავაცანით. სურვილი არსებული აეროპორტების მართვას ეხება", - ამბობს შეიხი.
www.bm.ge