ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი საქართველოს სასტუმრო ბიზნესით ინტერესდება
11 აპრილი, 2018

შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი საქართველოს სასტუმრო ბიზნესით ინტერესდება. აბუ-დაბიში საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრმა ინტერესი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფ ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე დაადასტურა.

პიქუმსიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა შეიხის მიერ საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ახალი სასტუმროების მიმართულებით.

„შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა საქართველოში ინვესტიციების გაორმაგება ჯერ კიდევ გასულ წელს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე გამოსვლისას დააანონსა. ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული საუბარი საქართველოში ახალი სასტუმროების მიმართულებებით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორია, რომლის ინვესტიციები რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღწევს. შეიხის მსხვილ ინვესტიციებს შორისაა „ტერა ბანკი“ და სასტუმრო „ბილტმორი“.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.