ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შენი ინოვაციური საქართველო - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდის კონცეფციაზე კონკურსი გამოცხადდა
29 მარტი, 2018

შენი ინოვაციური საქართველო - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდის კონცეფციაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს -„შენი ინოვაციური საქართველოს“ სტენდის კონცეფციაზე, რომელიც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განთავსდება.

მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მიზანი  საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და იდეების ხარისხის გაუმჯობესებაა.

კონკურსის გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს, პარტნიორი ორგანიზაციისგან.

„წარმოაჩინე შენი ქვეყნის ინოვაციური და ტექნოლოგიური პოტენციალი, შექმენი სტენდის კონცეფცია, გაიმარჯვე და მიაწვდინე ხმა 50 000 საერთაშორისო სტუმარს, 120 სააგენტოს 40 ქვეყნიდან, 10 000 აკრედიტირებულ ჟურნალისტს და 2 400 ბლოგერს“, - ასეთია კონკურსის დევიზი.

განაცხადები მიიღება 27 მარტიდან - 16 აპრილის ჩათვლით.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.