ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
30 აპრილი, 2019

2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს.

ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ აღნიშნა, რომ  რესტორანში სხვადასხვა კონცეფციაა, მათ შორის პუჩინის, რომელიც გულისხმობს  არტ დეკორის დიზაინს.

სასტუმრო შერატონი  სხვადასხვა სივრცეებად იქნება დაყოფილი. ერთ-ერთი სივრცეა გორგასალის, რომლის  ინტერიერში რკინის ჯაჭვები ჭარბობს. სწორდ ამ სივრცეში განთავდება რესტორანი ათიც.

რესტორნის კონცეფცია საერთაშორისოა, რაც შეეხება მენიუს  ქართულ-ევროპულ სამზარეულოსთან ინტეგრირებული იქნება. რესტორნის  შეფმზარეული კი გიორგი ნინუა იქნება.

ათის სივრცეში წარმოდგენილია ქართული სუფრის სპეციალური ელემენტები, რაც გამოიხატება დეკორაციებში, სერვირებასა და მენიუში.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.