„შევთავაზოთ მომხმარებელს ის, რაც არ დაუგემოვნებიათ“ - ქართული ღვინო 67 pall mall-ის ჩამონათვალში
ქართული ღვინო ლონდონში ღვინის კლუბი 67 pall mall-ის ჩამონათვალში შედის. კლუბი აერთიანებს ღვინოებს 67 ქვეყნიდან.
67 pall mall-ის დამფუძნებელი გრანტ ეშტონი ამბობს, რომ ღვინის მოყვარულებს უყვართ ახალი გამოწვევი და ქართულიღვინოები შედის ამ ჩამონათვალში.

„ჩვენ დაახლოებით 15 ქართული ღვინო გვაქვს ჩვენს ჩამონათვალში. ჩვენ არაჩვეულებრივი გამოხმაურება გვქონდა, ადამიანები სიამოვნებით აგემოვნებენ მას, ჩვენ უნდა დავაინტერესოთ მომხმარებელი და ვანახოთ განსხვავებული პროდუქტი, შევთავაზოთ ის რაც აქამდე არ დაუგემოვნებიათ.
ეს ღვინო, ორგო არის ძალიან განსაკუთრებული, ის ქვევრში მზადდება, რომელიც ტრადიციული თიხის ჭურჭელია, ყურძნის ჯიში კი ტრადიციული საფერავია და ის ძალიან პოპულარულია" - აცხადებს გრანტ ეშტონი.
www.travelingeorgia.ge