ახლო მომავალში შიდა რეისების სუბსიდირების მიზნით ბიუჯეტიდან 6-8 მლნ ლარი გამოიყოფა და ახალი ტენდერი გამოცხადდება.
საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების დირექტორმა, ქეთი ალექსიძემ "საქმის კურსის" ეთერში რამდენიმე წლის წინ დაწყებულ შიდა ფრენების სუბსიდირების პროექტს წარმატებულს უწოდებს.
„მოთხოვნა იყო მაღალი და იმისთვის რომ ის დაგვეკმაყოფილებინა, დამატებითი თანხები მიგვეღო ბიუჯეტიდან და რეისების რაოდენობა მოგვემატებინა, მივიღეთ გადაწყვეტილება, ბილეთის ფასი გაგვეზარდა. საბოლოოდ ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტ მგზავრს მოვემსახუროთ.
აპრილში ბილეთის ფასის გაიზარდა და იმ დღიდან 700 ბილეთი გაიყიდა ბათუმის მიმართულებაზე, მაისი-ივნისში ამ მიმართულებით საჰაერო ხომალდი თითქმის სულ სავსეა. ანალოგიური სიტუაციაა სხვაგანაც, ბევრი ბილეთია გაყიდული მესტიის რეისზეც”, - განაცხადა ალექსიძემ.
რეისებს ქვეყნის შიდა მიმართულებებზე ServiceAir Holding ("აკეარ ჯორჯია" და "სერვის ეარი") ასრულებს.
www.travelingeorgia.ge