წელს, ტურისტული სეზონისთვის ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.
პროექტის ფარგლებში, პლაჟზე გადასასვლელი ხის ბილიკების, საშხაპეებისა და გამოსაცვლელის, ასევე, ადაპტირებული საპირფარეშოების მოწყობა იგეგმება.
ბათუმის ბულვარმა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ტივტივა ეტლების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 29 აპრილს იწყება და პირველ მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო თანხა 41 525 ლარია. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და შშმ პირებს ზღვაში დამოუკიდებლად შესვლის საშუალებას მისცემს.
პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას ემსახურება.
gbc.ge