ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“სილქ როუდი” წინანდალში მუსიკალურ აკადემიას აფუძნებს და ორკესტრისთვის კამპუსს ააშენებს
16 სექტემბერი, 2017

წინანდალში, 2019 წლიდან კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი და მუსიკალური აკადემია დაფუძნდება.

“ფესტივალის 3 წლიანი ციკლი გვაქვს, წელიწადში 3 მილიონი დოლარი ჯდება. ინვესტიციას „სილქ როუდ ჯგუფი“ და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ვახორციელებთ. გარდა ამისა, „სილქ როუდ ჯგუფს“ ვალდებულება გვაქვს, ავაშენოთ 70 ოთახიანი კამპუსი ახალგაზრდული ორკესტრისთვის. ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ სასტუმროს 2019 წლისთვის დავასრულებთ. ამ დროისთვის 50 მილიონიანი ინვესტიცია გვაქვს, ეს მოიცავს ბაღის, მუზეუმის რეკონსტუქციას. ასევე მოიცავს სასტუმროს, საკონცერტო დარბაზების, ვენახების აღდგენას, თანამედროვე ქარხნის, სადეგუსტაციო დარბაზების აშენებას და ა.შ. შემდეგი პროექტი კი ვილები იქნება“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

წინანდლის ფესტივალის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფომ და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფმა“ ერთობლივად უზრუნველყვეს.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.