ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სინიპტიკოსები: ზამთრის პერიოდში ჰაერის ტემპერატურა ნორმასთან ახლოს იქნება
01 დეკემბერი, 2017

საქართველოში ზამთრის პერიოდში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, ან ნორმაზე მაღალი იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

„ევროპელი ექსპერტების დასკვნით, 2017-2018 წლების ზამთრის პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. ამის გამო, საკმაოდ მაღალი ალბათობითაა (80%) ნავარაუდევი, რომ აღნიშნულ რეგიონებში, მომავალი ზამთრის პერიოდში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს, ან ნორმაზე მაღალი იქნება“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.