ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Skyscanner-ი: საქართველოდან დეკემბერში ყველაზე იაფი ავიაბილეთები რუსეთის მიმართულებითაა
07 ნოემბერი, 2017

ტურისტული საძიებო სისტემა skyscanner-ის მონაცემებით, საქართველოდან დეკემბერში ყველაზე იაფი ავიაბილეთები რუსეთის მიმართულებითაა.

skyscanner-ის ინფორმაციით, რუსეთის მიმართულებაზე ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 49 ევროდან იწყება. რუსეთის შემდეგ, ბილეთების დაბალი ფასით გამოირჩევა თურქეთი. პორტალის მონაცემებით, დეკემბერში თბილისიდან სტამბოლში მოხვედრა და უკან დაბრუნება 79 ევროდანაა შესაძლებელი. უკრაინის მიმართულებით, ორმხრივი ავიალეთის ფასი დეკემბრის მონაცემებით 117 ევროდან იწყება.

skyscanner-ის მონაცემებით, დეკემბერში თბილისიდან ყველაზე იაფი ორმხრივი ავიაბილეთების ტოპ-10 ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი;
  2. თურქეთი;
  3. უკრაინა;
  4. აზერბაიჯანი;
  5. პოლონეთი;
  6. გერმანია;
  7. სომხეთი;
  8. საბერძნეთი;
  9. შვედეთი;
  10. დანია.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.