ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სტავროპოლსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება
24 ოქტომბერი, 2017

სტავროპოლსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები განხორციელება იწყება. რუსული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანია Saratov Airlines-ი „მინერალური წყლების“ საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისები 25 ნოემბრიდან დაიწყებს.

რეისი კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს შესრულდება და მანძილის დაფარვას Saratov Airlines-ის ლაინერი 1,5 საათს მოანდომებს. ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაწყებულია და მისი ღირებულება (ერთი გზა) 80 ევროდანაა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე სტავროპოლიდან თბილისში მოხვედრა მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებით იყო შესაძლებელი, რაც დროსთან ერთად გარკვეულ საბაჟო პროცედურებთან იყო დაკავშირებული. სახმელეთო ტრანსპორტით მგზავრი სტავროპოლიდან თბილისში მოსახვედრად 12 საათზე მეტს ხარჯავდა.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.