ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Georgian Airways-ის თბილისი-მოსკოვის რეისებზე ბილეთის ფასი 897 ლარიდანაა
19 მაისი, 2023

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის რეისებზე, რომელიც მოსკოვის მიმართულებით ფრენების შესრულებას 20 მაისიდან განაახლებს ბილეთის ფასი 897 ლარიდანაა (ერთი გზა). 20 მაისის რეისზე აღნიშნულ საფასო სეგმენტში დარჩენილია 7 ბილეთი. ავიაკომპანიის ბილეთების სისტემაში გაყიდვები უკვე გახსნილია, საიდანაც კარგად ჩანს, რომ მაისთან შედარებით გაზრდილია ივნისის ბილეთების ფასები, ხოლო ივნისთან შედარებით მზარდია ივლისის ბილეთების ტარიფები.

„თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways-ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.