სიახლეები
|
თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის საკოლექციო მონეტების გაყიდვა იწყება
14 დეკემბერი, 2021
თამარ მეფის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 14 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.
დავით აღმაშენებლის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გაყიდვა კი 2021 წლის 15 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.
თამარ მეფის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 16 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.
შეძენილი ოქროს მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) მომხმარებელს დეკემბრის თვის განმავლობაში მიეწოდებათ, ხოლო ვერცხლის მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) კი - 2022 წლის იანვრის განმავლობაში.
საკოლექციო მონეტის შეძენა მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის - www.tkt.ge - ის საშუალებით იქნება შესაძლებელი. მონეტების შეძენის წესებსა და პირობებს გთხოვთ წინასწარ გაეცნოთ ბმულზე.
business-partner.ge
|
|
|