ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მომსახურების ხარისხის პროგრამის კოვიდ უსაფრთხოების და ჰიგიენის კატეგორიაში პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა
14 მარტი, 2022

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მომსახურების ხარისხის პროგრამის კოვიდ უსაფრთხოების და ჰიგიენის კატეგორიაში (ASQ) პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად აღნიშნული ჯილდო TAV-ის მიერ მართვად კიდევ 4 აეროპორტს გადასცეს.

ACI World-ის „სააეროპორტო მომსახურების ხარისხის (ASQ) პროგრამა საშუალებას აძლევს მგზავრებს დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის და გაუჯობესების მიზნით.

“ვულოცავ TAV Airports-ს წარმატებას „სააეროპორტო მომსახურების ხარისხის“ დაჯილდოებაში, რაც ყველაზე მაღალი აღიარებაა აეროპორტის ოპერატორებისთვის. მომხმარებლებმა გამოხატეს თავიანთი შეხედულება და აღიარეს TAV Airports-ის გუნდის წარმატებული ძალისხმევა პანდემიის დროს შექმნილ ძალიან რთულ ვითარებაში მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად”, – აცხადებს ACI World-ის გენერალური დირექტორი ფელიპე დე ოლივეირა.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.