თავისუფლების მოედნისა და თაბორის მთის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო
თავისუფლების მოედნისა და თაბორის მთის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა დაიწყო. როგორც „თრეველინჯორჯიას“ თანაინვესტირების ფონდში გაუნცხადეს, საბაგიროს მშენებლობის პირველადი სამუშაოები ახლახანს დაიწყო და 2019 წლისთვის დასრულდება.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.
საბაგირო სამსაფეხურიანი იქნება. პირველი საფეხური სადგურ თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო Luxury Collection-ის ბოლო სართულზე განთავსდება, რომელიც სოლოლაკის ქედზე მდებარე საკონფერენციო ცენტრს დაუკავშირდება, შემდგომ კი თაბორის ქედზე გოლფის კლუბსა და სასტუმროს.
ფოტო: ირაკლი ჟოჟუაშვილი