ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თავისუფლების მოედანზე LUXURY COLLECTION-ის ბრენდის სასტუმრო "პარაგრაფ თბილისი" გაიხსნა
27 ნოემბერი, 2023

თანაინვესტირების ფონდმა, თავისუფლების მოედანზე LUXURY COLLECTION-ის სასტუმრო "პარაგრაფ თბილისი" (Paragraph Freedoom square, a Luxury Collection Hotel Tbilisi)  გახსნა..

„პარაგრაფ თბილისის“ ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონი დოლარია და საინვესტიციო ღირებულებების გარდა, რომელიც თავისთავად არის საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი განხორციელებული კონტრიბუცია, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის ახალი სერვისების განვითარების სტიმული და რაც მთავარია, ასობით ახალი სამუშაო ადგილი დედაქალაქისთვის.

მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო ამ პროექტის მთავარი ავტორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, მას მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ასეთი მნიშვნელოვანი, არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. მე მინდა მადლობა ვუთხრა „თანაინვესტირების ფონდს“, თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აი ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სასტუმრო მალე იქცევა თბილისის სტუმრების საყვარელ ადგილად. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ „თანაინვესტირების ფონდი“ უკვე მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო იმ უკიდეგანო ქველმოქმედების შესახებ, რომელიც განხორციელებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება და ახლა უკვე ასეულობით მილიონი დოლარის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ,Luxury Collection-ის ბრენდის  სასტუმრო მოიცავს 220 ნომერს, 5 რესტორანს, სამ სართულზე განთავსებულია უმაღლესი კატეგორიის სპა, მაღალტექნოლოგიური შეხვედრებისა და საკონფერენციო სივრცეები. „პარაგრაფ თბილისში“ და „პარაგრაფ შეკვეთილში“ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 900 ადამიანს აჭარბებს. „პარაგრაფ თბილისი" შეძლებს, უმასპინძლოს უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ღონისძიებებს და საქართველოში მოიზიდოს ახალი კატეგორიის ბიზნესვიზიტორები თუ დამსვენებლები.

პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო საშუალებით უკავშირდება სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თაბორის მთაზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს" და „გოლფ კლუბს“.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში არსებულ მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება.

BP.GE

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.