ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში კვირაში ერთხელ შესაძლოა ღია ბაზრობები მოეწყოს
30 აგვისტო, 2018

დედაქალაქის ყველა რაიონში, კვირაში ერთხელ შესაძლოა ღია ბაზრობები მოეწყოს, - ინიციატივით თბილისის მერი გამოდის.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისში გარევაჭრობა აკრძალულია და ზედამხედველობის სამსარუმა გარევაჭრობა არ უნდა დაუშვას. მერი ამ ინიციატივით რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც თითქოს ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებს არბევდა. ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს. თბილისში გარევაჭრობა კანონმდებლობითაა აკრძალული და ზედამხედველობის სამსახური ყველაფერს აკეთებს თბილისში გარევაჭრობის აღსაკვეთად. დედაქალაქში არის ადგილები, სადაც შესაძლებელია კანონის დაცვით განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობა და არავინ არაა შეზღუდული ამ მიმართულებით. თუ ჩვენ ამაზე თვალს დავხუჭავთ, მივიღებთ ქაოსს. შესაბამისად, კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს გარევაჭრობის აღკვეთა. თუ არის ამის საჭიროება, მივმართოთ გამგეობებს და გამოვყოთ ერთი კონკრეტული დღე ყველა რაიონში, სადაც მოვუწყობთ ამ ადამიანებს შესაბამისი ინფრასტრუქტურით სივრცეს. ასეთი ტიპის ბაზრობების ერთი დღით გაკეთება ბევრ ქვეყანაში ხდება და მობრძანდნენ, ყოველგვარი გადასახადების გარეშე და განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა“, - განაცხადა კალაძემ. 

www.travelingeorgia.ge
 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.