თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან
თბილისში მიკროავტობუსებისთვის გაჩერება იზღუდება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან.
საპილოტე პროექტი 1 მარტიდან ამოქმედდება.
„აქამდე მოქმედი გაჩერების წესი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მას ანალოგიურად, მთელი თბილისის მასშტაბით განვახორციელებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
საპილოტე პროექტი ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანისა და პეკინის გამზირებს, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, ჯორჯ ბუშის ქუჩებს, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილს შეეხება.
www.travelingeorgia.ge