თბილისის სატელევიზიო ანძაზე 300 000 ვიზიტორზე გათვლილი ცენტრი და პანორამული რესტორანი განთავსდება
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტი დაანონსა.
მერის განცხადებით ამ პროექტის ფარგლებში 10 მილიონი ევროს ინესტიცია განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ პრექტის მიხედვით , სატელევიზიო ანძაზე წლიურად, 300 000 ვიზიტორზე გათვლილი ცენტრი და რესტორანი განთავსდება.
გარდა ამისა, ობიექტზე, რომელიც 75 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება და ორდონიან კონსტრუქციას მოიცავს, 40 ადამიანი დასაქმდება. ობიექტის პირველ დონეზე 250 ადგილით პანორამული რესტორანი გაიხსნება, ხოლო მეორე დონეზე ღია პანორამული გადასახედი პლატფორმა.