ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისი CNN-ის საშობაო სამოგზაურო ქალაქების სიაში
13 დეკემბერი, 2023

„ევროპის საშობაოდ მორთული ჯადოსნური ქალაქები“-CNN-მა 12  ევროპული ქალაქი დაასახელა, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს. ავსტრიულ, გერმანულ, ფრანგულ, ბელგიურ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ და პოლონურ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა. სტატიის ავტორი ჯო მინიჰელი CNN-ის სამოგზაურო პორტალის მკითხველს თბილისის მონახულებას ურჩევს.

„ვისაც შობა გიყვართ საქართველოს და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ, აქ შობა-ახალი წელი ნომერ პირველი დღესასწაულია. საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ შობას 25 დეკემბრის ნაცვლად 7 იანვარს აღნიშნავენ. დღესასწაულების მთავარი დღე საქართველოში 31 დეკემბერია,  ადგილობრივები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან, მთელ ქალაქში ცა  ფეიერვერკითაა განათებული. პარლამენტის შენობასთან დიდი ნაძვის ხეა, აქვე ახლოს ეწყობა საშობაო სოფელი და საფესტივალო ბაზრები,“-წერს CNN-ის ჟურნალისტი.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.