თბილისის აეროპორტმა აგვისტოში მგზავრთნაკადის 92%-იანი აღდგენა აჩვენა, ხოლო ბათუმმა პანდემიამდელი სტატისტიკა გააუმჯობესა
2022 წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363 830 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის 92%-ია, ხოლო 2021 წლის აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, 48%-იანი ზრდაა.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს განმარტებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2022 წლის აგვისტოში 103 625 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს 2%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 7%-ით აღემატება.
avianews.ge