ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის აეროპორტში „დანკინ დონატსის“ რესტორანი გაიხსნა
10 აპრილი, 2018

„დანკინ დონატსის“ რესტორანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში გაიხსნა. შესაბამისად, აეროპორტის მგზავრებს უკვე რვა სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტი მოემსახურება.

„დანკინ დონატსისთვის“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონაში რესტორნის გახსნა განვითარების ახალი ეტაპია. ჩვენს ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობა სწრაფად უზრდება, იზრდება საერთაშორისო რეისების რაოდენობა. ამას ადგილობრივი ბიზნესი პასუხობს თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნით და ჩვენი ახალი რესტორანიც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში სწორედ ამ მიზანს ემსახურება. საერთაშორისო აეროპორტში ახლადგახსნილ „დანკინ დონატსის“ რესტორანში ტრადიციულად შეთავაზებაში გვექნება საქართველოს ბაზარზე ხარისხით სრულიად გამორჩეული ცხელი და ცივი ყავა და ყავის პროდუქტები, 20-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა პროდუქტი როგორც ქართული ასევე უცხოური სამზარეულოდან, თბილისში დონატების ჩვენს ქარხანაში დამზადებული ყოველდღიურად ახალი დონატების ნაირსახეობა და ფრანგული წარმოების ფუნთუშეული“,  - აცხადებს „დანკინ დონატსის“  გენერალური დირექტორი  კოსნტანტინ კარსილიდისი.

„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორ “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმა და უკვე 18 რესტორანია თბილისსა და რეგიონებში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია ტავ ჯორჯია „ვისოლ ჯგუფში“ შემავალ კომპანიებთან, სხვადასხვა სფეროში უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობს. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.