ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის აეროპორტთან სასტუმრო აშენდება
07 მაისი, 2018

თბილისის აეროპორტთან სასტუმრო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. სასტუმროს ასაშენებლად სახელმწიფო ინვესტორს უკვე ეძებს.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე თბილისში, აეროპორტში მდებარე 12 653 კვ.მ არსებული უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა.

ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი 1 841 000 ლარია.

გამარჯვებულმა კომპანიამ საპრივატიზებო პირობის მიხედვით, უნდა ააშენოს სულ მცირე 120 ნომრიანი სასტუმრო.

პროექტის ფარგლებში უკვე გაყიდულია 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონზე მეტს შეადგენს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.