ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საერთაშორისო ოპერატორმა სასტუმროს მშენებლობაზე „თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს „ გაუთქმელობის ხელშეკრულება გაუფორმა – ვინ აშენებს სასტუმროს
08 თებერვალი, 2019

„თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის“ განვითარება 2020 წელს დასრულდება და ჯამში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

როგორც „კომერსანტს“ „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა, ბოლო წელიწადნახევრის  განმავლობაში ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები. ძველი შენობის 30% აღდგენილი და რეაბილიტირებულია. მათ შორის შენარჩუნდა და განვითარდა სამედიცინო მიმართულება, აღდგა ის ტრადიციული ბალნეო პროცედურები, რაც წარსულში არსებობდა. კომპანიამ შეიძინა უახლესი თაობის სამედიცინო და სარეაბილიტაციო აპარატურა,  გახსნა ველნეს სპა მიმართულება.

ცნობილია, რომ „თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტზე“ 2020 წელს 125-ნომრიანი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება. კომპანია სასტუმროს მშენებელობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას საერთაშორისო ოპერატორთან აწარმოებს. სალომე ყვავილაშვილი კომპანიის სახელს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. თუმცა აცხადებს, რომ სასტუმროების საერთაშორისო ბრენდს საქართველოში ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს. 

ამ ეტაპზე ერთ-ერთ უმსხვილეს ოპერატორთან მოლაპარაკებების საფუძველზე გაუთქმელობის ხელშეკრულება გვაქვს დადებული, სწორედ ამიტომ, კონკრეტული ბრენდის დასახელებისგან თავს შევიკავებ — აცხადებს „თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის“ კომერციული მენეჯერი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო „თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის“ 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, დირექტორი კი 2000 წლიდან ნიკოლოზ სააკაშვილი იყო. 2014 წელს კომპანიის შემოსავალი 620 000 ლარზე მეტი იყო. 2017 წელს კი  შპს „იალონმა აღნიშნული ობიექტის პრივატიზაციით მთელი რიგი ვალდებულებები აიღო. 

1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

2018 წლის 1 აპრილიდან  კურორტს გენერალური მენეჯერი ლაშა ქევანიშვილი მართავს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.