ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის გენგეგმის შეფასებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ექსპერტები ჩაერთვებიან
23 იანვარი, 2018

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმასთან დაკავშირებით ვნებათღელვა ჯერ კიდევ არ მიმცხრალა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დოკუმენტის შეფასების პროცესში ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება გენერალური გეგმის მნიშვნელობიდან გამომდინარეა მიღებული.

„ეს არის დოკუმენტი,  რომელმაც უნდა განსაზრვროს თბილისის გრძელვადიანი და სწორი განვითარება. დოკუმენტის სრულყოფისთვის კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ მოითხოვა 45-დღიანი ვადა და თბილისის მერიამ ამაზე თანხმობა განაცხადა. ვაცნობიერებთ საზოგდაოების მაღალ ინტერესს დოკუმენტის მიმართ და თბილისის მერიამ მიმართა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს, რათა მოხდეს მათი მაქსიმალური ჩართულობა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შეთავაზებული დოკუმენტაციის შეფასების პროცესში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძე ამბობს, რომ აქტიური კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან: მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან და მერიის სტრატეგიულ პარტნიორ საერთაშორისო კომპანიასთან.

შეთანხმების თანახმად ორგანიზაციები საბოლოო დოკუმენტის შეფასებაში მონაწილეობას ექსპერტებთან ერთად მერიის სამსახურები მიიღებენ. მერი მიიჩნევს, რომ ეს უზრუნველჰყოფს პროცესის ღიაობასა და გამჭვირვალობას.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავრობამ კომპანია „სითი ინსტიტუტის“ გენგეგმა დაიწუნა და მას დოკუმენტში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად 45-დღიან ვადაზე დათანხმდა. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.