ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის ისტორიები საკრებულოდან - პროექტი დედაქალაქის წარსულით დაინტერესებულთათვის
12 თებერვალი, 2018

„თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ - ამ სახელწოდებით დედაქალაქის საკრებულომ ახალი შემეცნებით-კულტურული ხასიათის პროექტი დაიწყო. პროექტის ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მარიკა დარჩიას ეკუთვნის.

პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო და როგორც მარიკა დარჩია აცხადებს, მისი მიზანი მსურველთათვის, თბილისის ისტორიის გაცნობაა.

პროექტის ფარგლებში ყოველი თვის პირველ შაბათს საკრებულოს კარი ღია იქნება ყველასთვის, ვისაც თბილისის ისტორია და დღევანდელი დღე აინტერესებს. 

„პროექტში, საკრებულოს ინიციატივით, ისტორიკოსები, არქიტექტორები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ის ადამიანები ჩაერთვებიან, რომლებიც დედაქალაქის ისტორიას განსხვავებული კუთხით იცნობენ. გარდა თბილისის ისტორიისა, ისინი სტუმრებს თვითმმართველობის განვითარების ეტაპების შესახებ ისტორიულ ექსკურსს ჩაუტარებენ და საკრებულოს ახლანდელი მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრებენ“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

პროექტის პირველი ღონისძიების ფარგლებში საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ძველი და ახალი თბილისის თემაზე შექმნილი ფოტოკოლაჟი და მხატვარ ქეთი მატაბელის „თბილისის“ პერიოდის ნამუშევრები გამოიფინა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.