ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის ტურისტული კომპანიების კვლევით სამუშაოებში სტუდენტები ჩაერთვებიან
25 იანვარი, 2018

ტურიზმის სექტორის შესწავლა მოთხოვნადი ხდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველო ტურისტული სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის ტურისტული კომპანიების კვლევას იწყებს.

როგორც სამმართველოში განმარტავენ, კვლევის მიზანი თბილისში მოქმედი ტურისტული კომპანიების ბაზრის შესწავლაა, კვლევის შედეგები კი დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს გაეცნონ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ორგანიზებული მოგზაურობის მახასიათებლებს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავიანთი საქმიანობის დასაგეგმად.

კვლევის დახმარებით განისაზღვრება მოგზაურების ძირითადი ბაზრები, მონახულებული და პოპულარული ადგილები, შეთავაზებული ტურების ტიპები, მათი რაოდენობა და ხანგრძლივობა, არსებული პრობლემები.

ტურისტული კომპანიების კვლევას ტურიზმის ადმინისტრაცია უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავებლების ჩართულობით გეგმავს, რომლებთანაც მემორანდუმი უკვე გააფორმა.

მემორანდუმის შესაბამისად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უნივერსიტეტებს მისცემს კვლევის შედეგად მიღებულ ბაზაზე წვდომის საშუალებას; კვლევაში ჩართავს სტუდენტებს; ჩაატარებს კვლევაში მონაწილე სტუდენტებისთვის ტრენინგს კითხვართან და გამოკითხვის სხვა დეტალებთან დაკავშირებით; მიაწოდებს უნივერსიტეტებს მათთვის განკუთვნილი ტურისტული კომპანიების საკონტაქტო ინფორმაციას (40-45 ტურისტული კომპანია).

კვლევის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმიისტრაცია ასევე ითანამშრომლებს საქართველოში შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციასთან (GITOA) და საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან (GTA)-სთან.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.