ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისს დიზაინის ერთიანი სტანდარტი ექნება
26 დეკემბერი, 2017

თბილისს დიზაინის ერთიანი სტანდარტები ექნება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ქალაქის დიზაინის ერთიანი სტანდარტის შემუშავების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, რომელიც როგორც ქუჩის მანიშნებლებს, ასევე, სხვა დეტალებს მოიცავს.

მისი თქმით, დოკუმენტი უახლოეს პერიოდში შემუშავდება და ქალაქის განვითარება მის საფუძველზე მოხდება.

„დღეს საკრებულოს შენობაში წარმოდგენილია უძველესი ქუჩების მანიშნებლები. როგორც იცით, დამისამართება ჩვენს დედაქალაქში მე-18 საუკუნიდან დაიწყო. ზოგადად, დაწყებული გვაქვს მუშაობა, ქალაქის დიზაინის ერთიანი სტანდარტის შემუშავების მიმართულებით, რომელიც როგორც ქუჩის მანიშნებლებს, ასევე, შუქნიშნებს მოიცავს. ეს ყველა განვითარებულ ქალაქს აქვს და თბილისიც არავის ჩამოუვარდება. არსებობს ბევრი დეტალი, რომელიც ერთიან დიზაინში უნდა მოექცეს. აღნიშნული დოკუმენტი უახლოეს პერიოდში შემუშავდება და ქალაქის განვითარება და კეთილმოწყობა ამ მიმართულებით მოხდება“,  - აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში დედაქალაქის ისტორიული აბრების გამოფენაზე.

გამოფენაზე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან 2017 წლამდე სამისამართე აბრების ნიმუშებია წარმოდგენილი, რომელთა დიდი ნაწილი თბილისის ისტორიის მუზეუმმა შემოინახა. შედარებით ახალი პერიოდის აბრები კი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მოიძია.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.