თბილისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ განუცხადა. მისი თქმით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელს Georgian Airways ხვალ მოაწერს, უშუალოდ რეისების განხორციელება კი გაზაფხულიდან დაიწყება.
"სლოვაკეთი ხვალ საქართველოს ავიახაზებთან ხელშეკრულებას აფორმებს, რომლის მიხედვითაც თბილისსა და ბრატისლავას შორის საჰაერო მიმოსვლა იწყება. ეს არამხოლოდ ტურისტულ ნაკადებს გაზრდის ორ ქვეყანას შორის, არამედ გაუმარტივებს ბიზნესებს ურთიერთობების და კავშირების დამყარებას. ფრენები გაზაფხულიდან დაიწყება“, - ამბობს ელჩი.
www.bm.ge