თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Golden tulip-ი გაზაფხულზე გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი საინვესტიო კომპანია „ბლოკ ინვესტის“ დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა. ეს იქნება დედაქალაქში Golden tulip-ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომელიც 11 სართულიანია და მასში 78 ნომერი განთავსდება.
შეკითხვაზე, რამ გამოიწვია სასტუმროს გახსნის რამდენიმე თვით გადადება, ჯანაშვილი პასუხობს, რომ გაკეთდა რეფინანსირება, რის შემდეგაც პროექტს „თიბისი ბანკი“ აფინანსებს. მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ექნება ტერასა, რესტორანი, ტერასა ლაუნჯ-ბარი და საკონფერენციო დარბაზი. რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, როგორც თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, ის 12 მილიონი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ Golden tulip-ის ბრენდის სასტუმრო უკვე გაიხსნა ბორჯომში.
„ბლოკ ინვესტი აქტიურად მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე. ამ ეტაპზე კომპანია თბილისში ერთდროულად სამი სასტუმროს პროექტზე მუშაობს.

ავტორი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge