თბილისში, ფრანგული რესტორნის – „Ladurée“ გახსნაზე 6 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა
საქართველოში „Ladurée“-ს რესტორნის გახნის მთავარი მოტივი ის იყო, რომ საოცნებო ატომსფერო ყოფილიყო ჩვენი მოქალაქეებისთვისაც მისაწვდომი“, – ამის შესახებ „Business Time“-ს რესტორან „Ladurée“-ს გენერალურმა დირექტორმა თეა შენგელიამ განუცხადა.
როგორც ფრანგული ბრენდული რესტორნის საქართველოს წარმომადგენლობის გენერალურმა დირექტორმა გვითხრა, იმისთვის რომ საქართველოში აღნიშნული ბრენდის რესტორანი გახსნილიყო და ქართველ მომხმარებელს Ladurée-ს პროდუქცია დაეგემოვნებინა კომპანიამ 6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და დასაწყისისთვის რესტორანში 55 ადამიანია დასაქმებული.
„ჩვენი მიზანი იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში უნდა ყოფილიყო „ Ladurée“ რადგან ეს საოცნებო ატომსფერო ჩვენი მოქალაქეებისთვისაც მისაწვდომი ყოფილიყო. ასევე ჩვენი ჰოლდინგის პორტფოლიოში „Ladurée“-ს არსებობა არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს ჰოლდინგი აერთიენაბს ლაქშერი მომსახურეობის რამდენიმე მიმართულებას, ამას დაემატება ასევე თავისუფლების მოედანზე მაღალი დონის ბუტიკ სასტუმრო “მონოგრაფი”, რომლის რესტორანში და ტერასაზეც Ladurée-ს პროდუქციის გასინჯვა იქნება შესაძლებელი“, – გვითხრა თეა შენგელიამ.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის მსოფლიოში ცნობილ მაკარონებთან და საკონდიტრო ნაწარმთან ერთად, „Ladurée“-ში წარმოდგენილი იქნება ფრანგული სამზარეულო. ქართველ კულინარებთან ერთად, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კულინარიული გუნდი იმუშვებს.
როგორც კომპანიაში ფრანგული ბრენდის შესახებ ყვებიან, „Ladurée“ არის ფრანგული საცხობი და ტკბილეულის მწარმოებელი სახლი, რომელიც ყოველდღიურად 15 000 მაკარონს ყიდის. „Ladurée“-ში კერძები მაღალი ხარისხის ინგრედიენტებითა და ნატურალური პროდუქტებით იქმნება.
ეს ყველაფერი 1862 წელს დაიწყო, როდესაც ლუი ერნესტ ლადუღემ პარიზში დააარსა საცხობი. ლუი ერნესტ ლადუღეს მეუღლეს, ჟან სუშაღდს, ჰქონდა სტილების შერევის, პარიზული კაფისა და საკონდიტრო მაღაზიის შერწყმის იდეა, რამაც შექმნა პირველი ჩაის სალონი ქალაქში.
„Ladurée” მალე გასცდა საფრანგეთის საზღვრებს და დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპის, აზიის, არაბეთის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკვე მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანაში არის წარმოდგენილი და დღეს „Ladurée“ უკვე საქართველოშია.
businesstime