ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თამბაქოს მოსაწევი სპეციალური სივრცე მოეწყო
02 მაისი, 2018

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მწველთათვის სპეციალური მოსაწევი ოთახი მოეწყო.

სავენტილაციო სისტემით აღჭურვილი თამბაქოს მოსაწევი სპეციალური სივრცე გაფრენის დარბაზში 102-ე ჩასხდომის ხიდთან, მოეწყო.

თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონის თანახმად, 1 მაისიდან თამბაქოს ნაწარმის მოხმარება/მოწევა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობა-ნაგებობებში და აეროპორტის შიდა სარეჟიმო ტერიტორიაზე, გარდა სპეციალურად მოწყობილი მოსაწევი ადგილებისა იკრძალება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.