rn თბილისის მერი ტაქსის მძღულებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ 1 ოქტომბრიდან ტაქსებს ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა აეკრძალება, ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი, 200 ლარით დაჯარიმდება.
rn
rn კახა კალაძემ მოადგილეებს დედაქალაქის აქტიურ ზონებში, ტაქსებისთვის უფასო პარკირების საკითხის მოგვარება დაავალა.
rn
rn „უკვე 2000-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. ჩვენ ვგეგმავთ ქალაქში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, გამოვყოთ სპეციალური ადგილები, სადაც ლიცენზირებულ ტაქსს ექნება შესაძლებლობა, ავტომობილი ყოველგვარი გადასახადის გარეშე გააჩეროს. ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპის ამოქმედების დროისთვის, ქალაქში კონკრეტული ლოკაციები უნდა შეირჩეს, სადაც ტაქსები საფასურის გარეშე შეძლებენ პარკირებას. ეს ყველა ევროპულ ქვეყანაში ასეა და ამასთან დაკავშირებით, ჩვენც იგივე მიდგომა უნდა გვქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
rn
rn შეგახსენებთ, რომ ტაქსეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყო. პირველ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის საბუთის მიღება სავალდებულო იქნება თბილისში მოძრავი კერძო, M1 კატეგორიის ტაქსებისთვის.
rn
rn ნებართვის მაძიებლები მარტივად, სპეციალური ვებგვერდის www.taxi.tbilisi.gov.ge საშუალებით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომანქანის ტექპასპორტის ნომრებს და ელექტრონულად გადაიხდიან ნებართვის საფასურს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში მიიღებენ შესაბამის საბუთს. ამის გარდა, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ გამგეობებს, იუსტიციის სახლს, სადაც მიიღებენ ნებართვებს.
rn
rn ნებართვის 1 წლით აღების საფასური ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის 100 ლარს შეადგენს, „ჰიბრიდებისთვის“ 50 ლარს, ელექტრომობილებისთვის უფასოა.
rn
rn მოსაკრებლის გარდა, რაიმე დამატებითი გადასახადის გადახდა ნებართვის მფლობელს არ მოუწევს. ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.
rn
rn ტაქსების სანებართვო რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება და ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალს – ფერს, რომელიც წინასწარ იქნება განსაზღვრული. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები შემუშავდება მარჯვენასაჭიანი და 3-კარიანი ტაქსებისთვის.
rn
rn www.travelingeorgia.ge
rn
rn
rn