თბილისში უშანგი ჩხეიძის 22 ნომერში 65 ნომრიანი სასტუმრო აშენდება. არქიტექტურის სამხარურიდან კომერსანტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით დამკვეთები აკაკი მაჭარაშვილი და ლევან ჩაჩუა არიან. შენობას კონსტრუქციულად 5 სართული ექნება. როგორც ლევან ჩაჩუა აცხადებს პროექტში დაახლოებით 2 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 15 თებერვალს გაიცა. სასტუმროს მშენებლობა კი 1 წელში დასრულდება.

როგორც არქიტექტურის ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ შენობაში ვხვდებით 0 სართულზე სადაც განთავსებულია შვიდი ნომერი აქედან ერთი ნომერი განკუთვნილია შშმპ-თვის. ფოიე, ოფისები, სან. კვანძები, ორი კიბე, ორი ლიფტი, აქედან ერთი არის სახანძრო და შშმპ-თვის, 7 ღერძზე ა-ბ მონაკვეთში დაპროექტებულია ბაღში გასასვლელი კარი, ასევე 1 ღერძზე ბ-ა მონაკვეთში განსაზღვრულია საევაკუაციო კარი, აქვე 1 ღერძთან ეზოში განლაგებულია საქვაბე და გენერატორი.
სანაპიროს მხრიდან პირველ სართულზე განთავსებულია სასაუზმე სივრცეები, სამზარეულო, შეხვედრების ოთახი, სან. კვანძები. სახანძრო ტუმბო და წყლის ავზი.
2, 3, 4 სართულები იდენტურია. თითოეულ სართულზე განთავსებულია 17 სასტუმრო ნომერი, ორი კიბე და ორი ლიფტი.
5 სართულზე შენობა ორ სეგმენტად არის გაყოფილი ტერასით(საზოგადოებრივი სივრცე) და ეს ორი სეგმენტი დაკავშირებულია შემინული დერეფნით. ასევე ბაღის მხარეს განთავსებულია ვერანდა.

სასტუმრო შენობის მოპირკეთება გადაწყვეტილია შემდეგი მოსაპირკეთებელი მასალებით – აგური, ტრავერტინის ქვა, სპილენძის ფურცლები. გადახურვა შესრულდება სპილენძის ფურცლებით
Commersant.ge