ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში „ვირტუალური მუზეუმი“ გაიხსნება
16 აპრილი, 2018

თბილისში, ზაფხულის ბოლომდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს „ვირტუალური მუზეუმი“ გაიხსნება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ექსკლუზიურად სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, თაბუკაშვილის ქუჩაზე ვირტუალური სივრცე შეიქმნება, სადაც მულტიმედიური სათვალით ძეგლებისა და მათი რეაბილიტაციის პროცესების დათვალიერება იქნება შესაძლებელი.

ვირტუალური მუზეუმის სიაში თავდაპირველად 10 კულტურული მნიშვნელობის ძეგლი მოხვდება, მათ შორის, მცხეთა, ვარძია, მუცო, უფლისციხე. სამომავლოდ მათი რიცხვი გაიზრდება. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ამჟამად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. „არსებობს კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულებას დავდებთ და მუზეუმს ისინი მოემსახურებიან. ბიუჯეტი დათვლის პროცესშია და რა თანხები დაიხარჯება მუზეუმის მოწყობაში, ამ ეტაპზე უცნობია“, - განუცხადა სააგენტოს ნიკოლოზ ანთიძემ.

მუზეუმში შესვლა ფასიანი იქნება, თუმცა დამთვალიერებლებისთვის ხელმისაწვდომი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.