ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში წიგნის მუზეუმი იხსნება
17 ნოემბერი, 2017

დღეს, 17 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში, წიგნის მუზეუმი გაიხსნება, სადაც 19 ათასზე მეტი უნიკალური გამოცემა გაერთიანდება.

კულტურის სამინისტროს ცნობით, კავკასიაში უდიდეს და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმში ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა მოექყობა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი:

იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი – მაგალითად ქართულ—იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვ.

„ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე

ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით

ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ–კონტროლის აპარატურით

სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მთავარი ბიბლიოგრაფიული განძის – ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი გამოცემებისთვის ულტრათანამედროვე საცავის და მუზეუმის გამართვა ბიზნესის თანადგომით გახდა შესაძლებელი – ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორი იყო „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.