ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილსერვისი: ახალ წელს გარკვეული სიურპრიზები იქნება
09 ნოემბერი, 2017

„თბილისში, ახალ წელთან დაკავშირებით გარკვეული სიურპრიზები იქნება“, - აცხადებს „თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა. 

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთ კვირაში პრეზენტაციას გამართავს. ჯღარკავას ინფორმაციით, საახალწლოდ მორთულობა გარეუბნებსაც მოიცავს. კითხვაზე, იქნება თუ არა ახალი ნაძვის ხე პარლამენტის შენობასთან, ლევან ჯღარკავამ განაცხადა, რომ ამას სიურპრიზად დატოვებს. 

„თბილსერვის ჯგუფმა“ ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების გამარტივებული შესყიდვის უფლების მოპოვებისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. დედაქალაქს საახალწლო განათება-გაფორმება 3 მილიონი ლარი დაუჯდება.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.