მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლე თელავში წლის ბოლოს გაიხსნება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა კი – 500-ს. სპორტის სასახლის მიმდებარედ დასასვენებელი სკვერის მოწყობაც იგეგმება.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.
თელავის გარდა, მულტიფუნქციური სპორტის სასახლე გორსა და ბათუმში 2017 წლის ბოლოს გაიხსნება. პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში საფეხბურთო და სარაგბო 10 მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
საერთო ჯამში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყველა მშენებარე ობიექტზე დასაქმებულია 1 000-მდე ადამიანი.
www.bpi.ge