ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავში პირველი ბრენდული სასტუმრო Holiday Inn-ი სტუმრებს 2018 წლის ზაფხულიდან მიიღებს
12 ივნისი, 2017

თელავში პირველი ბრენდული 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Holiday Inn გაიხსნება. სასტუმრო პირველ სტუმრებს 2018 წლის ზაფხულიდან მიიღებს.

სასტუმროში 85 ოთახი, ღია საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, მასაჟისა და ორთქლის ოთახი, 2 რესტორანი და 3 საკონფერენციო დარბაზი გაიხსნება. დაგეგმილია ცნობილი სარესტორნო ქსელის „კახელები“ პირველი რეგიონალური პროექტის გახსნა, რომლის მომსახურების და სანიტარული უსაფრთხოების სტანდარტები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ბრენდის მოთხოვნებს.

სასტუმრო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში გაიხსნება.

სასტუმროში 70 ადამიანი დასაქმდება, სასტუმროს მმართველი საერთაშორისო კომპანია T3 Hospitality Management, მომსახურე პერსონალისთვის ჩაატარებს ინტენსიურ ტრენინგებს და სასტუმროს ამოქმედების დღიდან აქტიურად უზრუნველყოფს კადრების მუდმივ განვითარებას, რაც სამომავლოდ მომსახურების მაღალ ხარისხზე აისახება.

კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ჯგუფთან IHG (Intercontinental Hotel Group) რომელიც ითვალისწინებს ცნობილი ბრენდის Holiday Inn-ის ფრენჩაიზის ლიცენზიას.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.