ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თერჯოლაში ახალი სასტუმრო გაიხსნება
21 თებერვალი, 2018

თერჯოლაში, სოფელ სიქთარვაში ახალი სასტუმრო „ტაბაკინი“ გაიხსნება. 10-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა 3 ჰექტარ ტერიტორიაზე იგეგმება, რომელიც მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის.

სასტუმროში განთავსებული იქნება ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, საუნა და ზამთრის ბაღი. ამას გარდა, კომპლექსში მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცეები, კერძოდ: ტირი, ოფროუდის ტრასა, შესაძლებელი იქნება ცხენით გასეირნება და  ასევე, ნებისმიერ ადგილობრივ დამსვენებელსა თუ ტურისტს საშუალება ექნება გაეცნოს ღვინის დაწურვის ტრადიციას და დააგემოვნოს ქართული ღვინო.

სასტუმრო 2019 წლის ბოლოს გაიხსნება. სასტუმრო 10-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

„ტაბაკინი“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნება. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 600 000 ლარს შეადგენს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.