ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წყალტუბოში, ტურისტული ობიექტების არტ რუკა განთავსდა
11 იანვარი, 2019

წყალტუბოში, ცოტა ხნის წინ, არტ რუკა გამოჩნდა, სადაც წყალტუბოს მასშტაბით ტურისტული ობიქტებისა და ღირსშესანიშნაობების ლოკაციებია დატანილი.

„თრეველ ინ ჯორჯიას“ ინფორმაციით, არტ რუკა მხატვარმა ელენე მიქელაძემ წყალტუბოს ტურისზმის ცენტრის სურვილით დახატა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუკაზე სტუმრებს შეუძლიათ იხილონ ყველა მნიშვნელოვანი ადგილი.

ქალაქი წყალტუბო, საქართველოში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდინარე წყალტუბოწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120მ სიმაღლეზე მდებარეობს. წყალტუბო ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში უკვე პოპულარულობით სარგებლობდა და სამკურნალო პუნქტებიც იყო.

წყალტუბო განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზენებით. რომელიც რბილი, კამკამა და უსუნოა. წყლის ტემპერატურა 33-35°-ია.

წყალტუბოს ყოველ წლიურად უამრავი საერთაშორისო ტურისტი სტუმრობს, ამიტომ რუკა, რომელიც ახლახანს განთავსდა, მათთვის საინფორმაციო მნიშვნელობისაა, რადგან  ქალაქში უამრავი სანატორიუმი, სასტუმრო და სხვა სახის სამასპინძლო დაწესებულებაა, თანაც არტ რუკა თავისი ვიზუალური მხარით ძალიან უხდება ქალაქს.

www.travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.