ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტრენინგი გიდებისთვის ღვინისა და კულინარიის თემაზე
27 მარტი, 2018

მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს ქვეყნის მასშტაბით მართავს. ამჯერად გადამზადების კურსები ტურისტულ გიდებს ღვინისა და კულინარიის თემაზე ჩაუტარდათ.

ტრენინგი თბილისში, გორში, ქუთაისში, ბორჯომში, წყალტუბოსა და მარტვილში გაიმართა.

სასწავლო კურსი 110-მა გიდმა გაიარა. სწავლების დასრულების შემდეგ გიდებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ. გიდებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 1300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა. ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.