ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტროიცკის სახელოვანი კამერული მუსიკის გუნდი თბილისში იმღერებს
29 იანვარი, 2018
ორგანიზატორი “საქართველოსთან კულტურული ურთიერთობების ცენტრი”
 
30 იანვარს 18;00 - ზე, რუსული კამერული მუსიკის და ქართული მრავალხმიანი სიმღერის საღამო გაიმართება მ.ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ “მუზაში”, კუს ტბის ქ. 1.
 
სახელგანთქმული რუსული კამერული ანსამბლი შეასრულებს საეკლესიო საგალობლებს, პოპულარულ მსოფლიო ჰიტებს და ცნობილ რუსულ რომანსებს. 
 
 
ექსპერიმენტის სახით,  სტუმრების სურვილისამებრ, ქართული მრავალხმიანობით საღამოს დაამშვენებს  ვაჟთა  ფოლკლორული  ანსამბლი “ქართველნი”, .ორი კოლექტივი ერთობლივად იმღერებს პოპულარულ ქართულ სიმღერებს.
 
 
ასევე შესრულდება ქართული ფოლკლორული სიმღერები ნაციონალური საკრავების თანხლებით და თბილისური ქალაქური სიმღერები ბაფთიანი გიტარით. 
 
ღონისძიების მასპინძელია ქართული ღვინის მწარმოებელი “ოლდ სელარ” და რესტორანი “11 კათხა-კონკა” ,რომლებმაც განთქმული ქართული სტუმართმოყვარეობით, კონცერტზე მოსულ სტუმრებს მსუბუქი ფურშეტით და ღვინით უნდა უმასპინძლონ.
 
 
კამერული მუსიკის  გუნდი შეიქმნა 1978 წელს საუნივერიტეტო ქალაქ ტროიცკის (მოსკოვის ოლქი) მეცნიერ-მუშაკთა მონდომებით. დღესდღეობით კოლექტივი ითვლება ერთერთ წამყვან ანსამბლად რუსეთის მაშტაბით, ყოველწლიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში და ფესტივალებში, დაჯილდოებულია უამრავი სიგელით და ჯილდოთი.
 
2001 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია  ალექსეი მალიი, რომელმაც ახალ სიმაღლეებზე აიყვანა გუნდის პროფესიონალიზმი, რისი დასტურიცაა 300 მეტი კონცერტი მსოფლიოს დიდ ქალაქებში, 6 კომპაქტ.დისკი და უამრავი პრემია.
 
 
კოლექტივის რეპერტუარი მრავალფეროვანია, სრულდება რუსული და მსოფლიო მუსიკის შედევრები , ხალხური სიმღერები, კანტატები და მესსები , საეკლესიო საგალობლები, ჯაზური კომპოზიციები.
 
 
ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "ქართველნი", შეიქმნა ბავშვთა სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლებში აღზრდილი ახალგაზრდების მიერ, 2008 წელს.
 
ჯგუფმა რამდენჯერმე შეიცვალა სახელი და შემადგენლობა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა  ერთიან კოლექტივად. სხვადასხვა კონკურსებით და საგასტროლო ტურნეებით რამდენჯერმე შემოიარა ევროპა, რუსეთი და საქართველო.
 
"ქართველნი" ასრულებენ მრავალხმიან ნაციონალურ ფოლკლორულ და ქალაქურ სიმღერებს, სხვადასხვა  მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით.
 
10 წლის მანძილზე მიღებული აქვთ რამდენიმე პრემია და ლაურეატის წოდება. მონაწილეობენ ყოველწლიურ ფოლკლორულ ფესტივალ არტგენში.   
 
საღამოს ორგანიზატორია რუსუდან ჯაფარიძე, ივენთებისა და ტურისტული სერვისების მენეჯერი. 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:  579 029 022  japaridze.rusudan@gmail.com

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.