ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თსუ-ს მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო სექტემბერში ამოქმედდება
13 სექტემბერი, 2017

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო, სექტემბრის ბოლოს ამოქმედდება.

​როგორც “სითი კვირას” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. საბაგიროს ორი ვაგონი ექნება და თითოეული მათგანი დაახლოებით 20 ადამიანზეა გათვლილი.

მათივე ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან – 1 ლარის ფარგლებში იქნება. მისი მეშვეობით „მაღლივი – ბაგების“ მიმართულებით გადაადგილებას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება.

პროექტს შპს „საქსპეცტრანსი“ ახორციელებს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.