ტური „სარაჯიშვილის“ ქარხანაში - გაიგე როგორ იქმნებოდა პირველი ქართული ღვინის ბრენდი
მსოფლიოში აღიარებულია, რომ საქართველო უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა, თუმცა ღვინის პირველი ქართული ბრენდი, მე-19 საუკუნეში დავით სარაჯიშვილის მიერ დაარსდა.
სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში კლსიკური ტექნოლოგიებით კონიაკის წარმოებას. დავით სარაჯიშვილმა გულდასმით შეისწავლა საქართველოს კლიმატი და ნიადაგი, გამოარჩია ღვინის ბრენდისთვის საუკეთესო ვაზის ჯიშები და მათ გასაშენებლად ხელსაყრელი მიკრო-ზონები, დაუღალავმა შრომამ და საქმის სიყვარულმა კი შექმნა საუკეთესო ქართული ღვინის ბრენდის მწარმოებელი კომპანია „სარაჯიშვილის სახლი“.
კომპანია 1884 წელს დაარსდა, სულ რაღაც სამ წელიწადში 1887 წელს პირველი პროდუქტიც გამოუშვა.
სარაჯიშვილის პირველი ქარხანა ყოფილი ბელინსკის, ახლანდელი ჭოველიძის ქუჩაზე მდებარეობდა, თუმცა 1954 წელს მას ადგილმდებარეობა შეუცვალეს.
ამჟამად ქარხნის საცავში 16 ათასი ცალი მუხის კასრი დგას, რომელშიც სხვადასხვა დაძველების სპირტებია ჩამოსხმული, თუმცა მათ შორის ყველაზე ძველი დავით სარაჯიშვილის ხელით ჯერ კიდევ 1893 წელს გამოხდილი უნიკალური სპირტებია, რომელიც სპეციალურ საცავში ინახება, რომელსაც „სამოთხე“ ჰქვია.
დღეს სარაჯიშვილის ქარხანას ისტორიული მუზეუმის ფუნქციაც აკისრია. კონიაკის მსუბუქმა, სასიამოვნო არომატით გაჟღენთილი ბაღებმა და უძველესი საცავებმა ძალიან ბევრი სტუმრის დაინტერესება გამოიწვია.
სწორედ ამიტომ კომპანია „სარაჯიშვილი“ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სარაჯიშვილის ტურს, რომელიც მათ დაავიწყებთ აწმყოს და დააბრუნებს იმ ეპოქაში, როდესაც პირველი ქართული ღვინის ბრენდი პირველ ნაბიჯებს დგამდა.
ადგილზე სტუმრებს კვალიფიციური გიდი ხვდება, რომელიც ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ჩინურ ენებზე დავით სარაჯიშვილის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიიზოდებს და ერთერთი საუკეთესო ბრენდის, სარაჯიშვილის შექმნის ისტორიასაც უამბობს.
ეს ტური სტუმრებს დაეხმარება, აღმოაჩინონ და შეიგრძნონ ის სული, რომელიც ღვინის ნამდვილ ქართულ ბრენდს ქმნის.
ტურში აგრეთვე შედის სასმელის დეგუსტაცია, რაც სტუმრებს მისცემს საშუალებას აღმოაჩინოს მისთვის უცნობი გემო და შეიცნოს მრავალფეროვანი არომატი.
ასე რომ, თუ ხართ დაინტერესებული კონიაკის ახალი გემოების აღმოჩენით, გსურთ გაიგოთ როგორ იქმნდებოდა პირველი ქართული ღვინის ბრენდი, ან თქვენს უცხოელ სტუმართან თავის მოწონება გინდათ, ამ მართლაც გამორჩეული ბრენდით, მაშინ ეწვიეთ „სარაჯიშვილის სახლს“ და აღმოჩნდით 1 საათით 19 საუკუნეში.
www.travelingeorgia.ge