ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ტურიზმი გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად”
30 მარტი, 2018

მთავრობა წელს საქართველოში 8 მლნ ტურისტს ელოდება.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 7,5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა და დარწმუნებულია, ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„ტურიზმი, ნამდვილად, გადაიქცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ლოკომოტივად.  2018 წელი დასრულდება რიცხვით, რომელიც 8 მლნ-ს გადააჭარბებს. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენციაა. ტურიზმის გზით საქართველოში 2017 წლის განმავლობაში, 2,7 მილიარდი დოლარი შემოვიდა რაც არის შემოსავალი ჩვენი ეკონომიკის ყველა სფეროში,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სასტუმრო Moxy-ში გაიმართა.

Pრემიერმა ისაუბრა ინფრასტრუქტურლი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ გეოგრაფიული მდებარეობა არ უნდა იყოს ბარიერი ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დანიშვნა დასტურია იმისა, რომ საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ძალიან მყარ ადგილს იმკვიდრებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.